პოლიტიკა

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

06.09.16 18:35


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს მხარი დაუჭირა.

ლევან ბოძაშვილმა სხდომაზე დამსწრე შვიდი დეპუტატიდან შვიდივეს მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს ხუთ-ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნება შეტანილი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, იქნება თუ არა კვორუმი ხვალინდელ სხდომაზე.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები