საზოგადოება

ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება – ადვოკატი

22.07.20 14:40


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აქვს კითხვები ხუთი დღის განმავლობაში პოლიციამ რატომ ვერ იპოვა თამარ ბაჩალიაშვილი, “იმ გარემოში”, სადაც დღეს ცხედარი იპოვეს.

“უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება… მარიამ ჯიშკარიანს [ცენტრი “ემპათია”] უკვე ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ჩაერთოს დამოუკიდებელი ექსპერტები, რადგან გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, სრული ნდობა არ არის ექსპერტებთან დაკავშირებით,”-უთხრა მედიას ადვოკატმა.

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

მისი მანქანა დღეს მწყემსმა იპოვა. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები