საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილში წერილი იპოვეს

22.07.20 17:00


ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – წერია ოჯახის მიმართ დატოვებულ წერილში.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილიდან ასევე, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი.

5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

მანამდე, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტყეში მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფაქტს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თამარი სამსახურიდან სახლში ხშირად აგრესიული ბრუნდებოდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები