საზოგადოება

პარიზი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 176 მოქალაქე დაბრუნდა

23.07.20 10:00


პარიზი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში საქართველოს 176 მოქალაქე დაბრუნდა.

მგზავრებმა აეროპორტში სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. მოქალაქეები მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

როგორც ცნობილია, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს ორ კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისიდან ავიაკომპანია „ეარ ფრანსს“ თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით შეეძლება რეისების შესრულება.

საქართველოში ფრენები აგვისტოდან განახლდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ფრენების აღდგენა შემდეგი რისკების შემცველი ეტაპია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები