საზოგადოება

მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოუყოფს

23.07.20 11:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, რისთვისაც მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობას ან აუშენებენ, ან უყიდიან.

„თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციოირებს.

ჩემი თვალით ვნახე ეს, როცა იქ ვიმყოფებოდი. ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. სამინისტროს ერთად ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა. დღეს ეს არის აქტუალური ეპუიდემიის მართვის თვალსაზრისით.

კლინიკური ჯგუფი, რომელიც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა იყო უკიდურესად ეფექტური და ეს ჯგუფი სხვათა შორის, არა მარტი საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს. ეპიდემიის გავრცელების და რისკების გავრცელების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, - განაცხადა გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები