საზოგადოება

გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

23.07.20 14:40


გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მოქმედ პოლიციელს გორის სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, ბრალდებული სამართალდამცველი ბრალს არ აღიარებს. გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს.

ცნობისთვის, მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებს გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები