საზოგადოება

ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა

24.07.20 15:40


თამარ ბაჩალიაშვილის მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას და მის ადვოკატს გამოძიების საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას მისცემენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. რამიშვილის თქმით, გამოძიებას ახალი კვალიფიკაცია დაემატა: 115-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს შემდეგს:

“თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”.

რამიშვილის თქმით, ის ამ ახალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეფასებას არ აკეთებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები