საზოგადოება

ბათუმში მსუბუქი ავტომობილი, მიკროავტობუსი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

24.07.20 17:40


ბათუმში მსუბუქი ავტომობილი, მიკროავტობუსი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების დროს მიკროავტობუსი ამობრუნდა.

როგორც PIA.GE-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად დაშავებულია 5 პირი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულებს ზედაპირული და მრავლობითი ტრამვები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები