პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამჟამად ე.წ. გადარჩენის პოლიტიკას ატარებს

06.09.16 20:10


“დღეს ჩვენი პოლიტიკა არის, შეიძლება ვთქვათ, გადარჩენის პოლიტიკა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“, სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ამაში იგულისხმება რუსეთთან დაძაბულობის შემცირება და, მეორეს მხრივ, ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.

”ჩვენ გვაინტერესებს რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზება და დაძაბულობის შემცირება, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კომპრომისი ჩვენი სტრატეგიული საკითხების ირგვლივ. ეს საკითხებია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. როცა ვამბობ „სუვერენიტეტს“, ვგულისხმობ ქართველი ხალხის სუვერენულ გადაწყვეტილებას გახდეს ევროპის ნაწილი. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება არ შევა. ჩვენ გვინდა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ არ ჩავერთვებით დაპირისპირებაში, თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი, განსაკუთრებით სამხედრო გართულება, ამიტომ დღეს ჩვენი პოლიტიკა არის, შეიძლება ვთქვათ, გადარჩნის პოლიტიკა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ დაძაბულობის შემცირებაში თავის წვლილს შეიტანს ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები