საზოგადოება

ბაჩალიაშვილის მამა იმ პირის ვინაობას ასახელებს, ვინც უთხრა რომ მისი შვილი „შარშია“

27.07.20 15:00


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მას ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი „დიდ შარშია გახვეული“.

„ერთმა მითხრა, რომ ჩემი შვილი დიდი პრობლემების წინაშე იყო, დიდ შარში იყო გახვეული.

მე მჭირდება ის პიროვნება, რატომ მითხრა ასე, შემდეგ რატომ გათიშა ტელეფონი და რატომ მემასხარავა. ეს არის ლადო ბაჭულაშვილი“, - აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები