საზოგადოება

პაატა იმნაძე: ბევრს ჰგონია, რომ ქუჩაში დაიჭერენ და ვაქცინას ძალით გაუკეთებენ

28.07.20 12:00


„ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი საკარანტინო ზონებიდანაა. ახალ შემთხვევებს ისევ ვპოულობთ ლილოსა და გარდაბნის სოფელ გაჩიანში. მოგეხსენებათ, რომ იქ ერთი სოფელი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. სიტუაცია ისეთია, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონა ჩვენ გარშემო დადის და არ ვიცით, სად და როდის იფეთქებს, თუ წესებს არ დავიცავთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირევლი არხის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის 20 ვაქცინა უკვე კვლევების ბოლო ფაზაშია, თუმცა მათი გამოშვება ზამთარზე ადრე ვერ მოხდება.

„ბევრს ჰგონია, რომ ქუჩაში დაიჭერენ და ძალით გაუკეთებენ ვაქცინას. მინდა ისინი დავამშვიდო და ვუთხრა, ნეტავ, ვაქცინა იმას ეყოს, ვისაც მისი გაკეთების სურვილი ექნება“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 1145-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. სულ განკურნებულია 927 და გარდაცვლილია 16 ადამიანი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები