საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კოვიდინფიცირებისგან რწმენა იცავს

28.07.20 13:40


NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებისგან რწმენა იცავს.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმება მოსაზრებას: „რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან“, გამოკითხული მოსახლეობის 53% ეთანხმება, 38% არ ეთანხმება.

საიდან წარმოიშვა კორონავირუსი? - გამოკითხული მოსახლეობის 30% ფიქრობს, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, 22% აცხადებს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა, 13%-ის მოსაზრებით, ბუნებრივად გაჩნდა, 3%-ს კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, 32% კი, ამბობს, რომ არ იცის, როგორ გაჩნდა ინფექცია.

აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები