პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდება, თუ იმპორტი დამატებითი ღირებულების შექმნას ხმარდება

07.09.16 14:45


ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, თუ იმპორტი დამატებითი ღირებულების შექმნას ხმარდება, - ამის შესახებ პერმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „საგადასახადო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები 4-პუნქტიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს „საგადასახადო კოდექსში“. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს გადასახადისგან, იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 4-პუნქტიანი პროგრამის ფარგლებში, იმ საგადასახადო ცვლილებების, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ნაწილობრივ და ეს გაგრძელებაა ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც ემსახურება საქართველოში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები