პოლიტიკა

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება

07.09.16 14:55


სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპანიებისთვის გადაცემის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ უფრო მეტი ახალი საწარმო იხსნება.

უახლესი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება მარტვილში, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფო მიწის ნაკვეთს საკუთრებაში გადასცემს.

„ჩაის წარმოების აღორძინებისთვის მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, ხელი შეეწყოს ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას, რათა მოხდეს დამატებით ღირებულების შექმნა საქართველოში და დასაქმდნენ ადამიანები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ქალაქ ლანჩხუთში, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

„თხილის მოყვანა და ექსპორტი არის ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ის არის ქვეყნის ძალიან დიდი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას საწარმო ლანჩხუთში, სადაც თხილის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები