საზოგადოება

30 ივლისიდან ჭავჭავაძის გამზირი ღამის საათებში ჩაიკეტება

29.07.20 12:40


თბილისის მერის განცხადებით, 30 ივლისიდან ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება და აქ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. როგორც კახა კალაძემ დღეს, 29 ივლისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, ქუჩის ჩაკეტვის მიზანია მძღოლებმა სატესტო რეჟიმში გაირაონ ამ მონაკვეთზე, სადაც გახნის შემდეგ უკვე ახალი სქემით დაიწყება მოძრაობა.

“30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, ღამის 00:00 საათიდან 04:00 საათმდე, ვარაზის ხევიდან წერეთლ-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება, რათა ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ანუ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები დასრულდება, საპატრულო პოლიციის დახმარებითა და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ბუნებრივია, ამას ექნება გარკვეული ადაპტაციის პერიოდი და ამ მიმართულებით ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს ამ მიმართულებით,” -ამბობს კალაძე.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი ავტობუსის ზოლები მოეცხო გამზირის შუაში, ავტომობილებისთვის სამოძრაოდ კი მხოლოდ ერთი ზოლი დარჩა. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გაკეთდა იმისთვის, რათა უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები