საზოგადოება

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 129 თანამშრომელია დაინფიცირებული

29.07.20 13:20


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, რომელიც 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების 129 თანამშრომელი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 129 შემთხვევიდან 111 (86.1%) არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო- 18 (13.9%) - ტექნიკური პერსონალი.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია.”,-აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევათა განაწილებას პროფესიული ჯგუფების მიხედვით, მათ შორის 62 ექთანია, 31- ექიმი, 16-უმცროსი სამედიცინო პერსონალი და 1 ეპიდემიოლოგი. ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (70 წლის ექთანი ქალი, ქვემო ქართლი).

ანგარიშის თანახმად, სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში დაავადებულთა საშუალო ასაკი 46 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი 19-72 წელი. სქესის მიხედვით, დაინფიცირებულ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა 85.5% იყო ქალი, 14.5% - კაცი.

ამასთან, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მეტწილად ჰოსპიტალურ დაწესებულებებში მოხდა, მათ შორის 52% ე.წ. „კოვიდ კლინიკებშია“ დაფიქსირებული.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები