საზოგადოება

თბილისში 251 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

29.07.20 16:20


თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი კიდევ 251 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

„ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო“,- აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.

მათი ცნობით, დღეს, ერთოთახიანი და სამოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

251 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს მომავალში მიიღებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები