პოლიტიკა

გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

30.07.20 11:00


გიორგი რურუას საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. "მთავარი არხის" მეწილეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, მისი ბრალეულობა არ დასტურდება არც ექსპერტიზის დასკვნებით და არც მოწმეთა ჩვენებებით.

ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია.

ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ განაჩენი იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, ვინაიდან გიორგი რურუა არის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მხარდამჭერი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები