პოლიტიკა

ეკა ბესელია არჩევნებზე კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

30.07.20 11:30


პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები