პოლიტიკა

არად ბენკო - 2016 წელს მხოლოდ ცხრა ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში ჩამოსვლა, შარშან კი უკვე 35 ავსტრიული კომპანია გვყავდა

30.07.20 12:00


2016 წელს, როდესაც საელჩო გავხსენით, მხოლოდ ცხრა ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა, გასულ წელს კი უკვე 35 კომპანია გვყავდა. ეს გვიჩვენებს, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა და აქ ინვესტიცია, ძალიან გაიზარდა, – განაცხადა საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

„ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მრავალი პროექტი, მათ შორის ყველაზე დიდია, RAUCH-ის შესვლა ნაბეღლავში, 40 მილიონი ევროთი“, – განაცხადა არად ბენკომ.

ელჩის განცხადებით, ავსტრიულ კომპანიებს შორის საქართველოში ინვესტირების ინტერესი დიდია.

„ვფიქრობ, ინვესტიციები გაიზრდება მომავალ წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „კოვიდთან“ დაკავშირებული რისკები შემცირდება. ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ავსტრიელ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციით, უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ეწევა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა საქართველოში ავსტრიის ელჩმა.

არად ბენკოს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოეწურა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები