პოლიტიკა

კვირიკაშვილმა არჩევნებამდე ევროკავშირის მიერ ვიზების გაუქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა

07.09.16 15:30


საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს გააძლიერებს, საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადრე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსსმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ ევროპარლამენტის მიერ უვიზო რეჟიმის მოქმედების საგანგებო შეჩერების მექანიზმის დამტკიცების მომენტიდან შევა.

კონფერენცია სახელწოდებით “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ტარდება თბილისში 6-7 სექტემბერს. ღონისძიება მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უკვე 2016 წლის ზაფხულში უვიზო რეჟიმს შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადადეს. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა გერმანია, საფრანგეძთი და იტალია.

მოგვიანებით ამ ქვეყნებმა განაცხადეს საქართველოსთან ვიზების გაუქმების მხარდაჭერის შესახებ. ევროპარლამენტის კომიტეტმა სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგანი საქმეების საკითხებში(LIBE) ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მომხსენებლის მარია გაბრიელას ანგარიში. ამ ეტაპზე მოსალოდნელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტის მომზადება. ტექსტი უნდა შეათანხმონ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ დოკუმენტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოზე დაამტკიცონ. თუ კი ევროპარლამენტარები დაამტკიცებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღეს შეძლებენ ყოფნას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები