პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლება შეიცვლება და პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა გათავისუფლდება

30.07.20 12:20


ოქტომბრის ბოლოს ჩვენ ქვეყნაში ხელისუფლება შეიცვლება და პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა საპატიმროდან გათავისუფლდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გიორგი რურუა დამნაშავედ ცნეს და 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება.

„გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ძალიან ძვირი დაუჯდება ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე.

ოქტომბრის ბოლოს ჩვენ ქვეყნაში ხელისუფლება შეიცვლება და შესაბამისად, პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა საპატიმროდან გათავისუფლდება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები