პოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა იწყება

30.07.20 12:40


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა იწყება.

აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იქნება. შეხვედრაში მონაწილეობას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა ხაზს უსვამენ დიალოგის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2019 წლის 29 აგვისტოს ჩაიშალა ინციდენტებვის პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშო ჯგუფის შეხვედრა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები