საზოგადოება

დაკავებულია მერიის თანამშრომელი, რომელიც გარემოვაჭრეებისგან ქრთამს იღებდა – სუსი

30.07.20 13:00


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც „გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1 000 ლარის გადახდა მოსთხოვა“.

უწყების ცნობით, „მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1 000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა“.

სუსის თანახმად, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები