პოლიტიკა

ნათია თურნავა - „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია

30.07.20 13:40


მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და გვქონდა სრული შესაძლებლობა, „ფრონტერასთან“ მოგვეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას შეფასებით, „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი.

„კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა“ და მათი ლობისტების მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ, რომელშიც მიესალმება „ფრონტერას“ მზადყოფნას, გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვედრაზე იწვევს.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები