პოლიტიკა

უგულავა რურუას განაჩენზე: ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია

30.07.20 14:20


ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი განაჩენი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

უგულავას შეფასებით, სასამართლო დღეს, მხოლოდ ცარიელი კედლებია, შიგნით კი კორუმპირებული მოსამართლეები სხედან.

"ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ აი ამ ჭილოფში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს. ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია. საჯიჯგნად მთელი სასამართლო ივანიშვილმა ჩაუგდო ხელში თავის ყმას - მურუსიძეს. აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ. ქართულ ოცნებას ერთადერთი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, როცა მოვიდა ხელისუფლებაში, გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება.... ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია. ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. აქ არის სრული თანხმობა საზოგადოების.

ჩვენი გეგმა არის არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა. სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე სამართალს ჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ იპოვნის". - ამბობს უგულავა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები