პოლიტიკა

ტიკარაძე: ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, დემოკრატიის გარანტია

30.07.20 16:00


„ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი ნამდვილად არ არის, პირიქით, ის დემოკრატიის განვითარების გარანტია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ტიკარაძე ამბობს, რომ კონგრესმენების წერილში ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული არ არის.

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილს და იმას არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ის ნამდვილად არ არის ოლიგარქი. პირიქით, საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც უკვე 8 წელია მიმდინარეობს. წერილში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული არ არის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენების წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული. წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს გადაეგზავნა. კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები