საზოგადოება

თბილისში ავტოავარიას ქვეითი ემხვერპლა

30.07.20 17:20


თბილისში, თემქაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასწრაფოში ადასტურებენ.

სასწრაფოს ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები