პოლიტიკა

“ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ” – “ლელომ” კანცელარიასთან აქცია გამართა

31.07.20 10:15


“ლელომ” მთავრობის კანცელარიასთან აქცია, სახელმწოდებით “ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ” გაიმართა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა, აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქად მოხსენიება ქვეყნის ინსიტუტებისთვის დამანგრეველია. მისივე თქმით, დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მის ლიდერს რუს ოლიგარქს უწოდებენ.

“აშშ-დან უკვე გვესმის ღია გზავნილები, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. ეს პირველ რიგში დამანგრევლად აისახება ჩვენს ინსტიტუტებზე, საერთაშორისო პრესტიჟსა და ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ეს გზავნილი, რადგან “ქართულ ოცნებას” ახასიათებს გზავნილების თარგმანში შეცვლა და დაკარგვა. აქ მოვედით იმისთვისაც, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ რუს ოლიგარქსაც, რომ ქვეყანას არ დავუთმობთ და ჩვენ არსად წასვალს არ ვაპირებთ”,-აცხადებს ბუაძე.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე და “ლელოს” წევრი დეა მეტრეველი ამბობს, რომ რუსული ინტერესები საქართველოში სულ უფრო მეტად ძლიერდება და ამაზე ის წერილები მიუთითებს, რასაც საქართველო საკუთარი პარტნიორებისგან იღებს:

“ნელ-ნელა რუსული ინტერესები სულ უფრო მეტად ძლიერდება ჩვენს ქვეყანაში და ამის მიზეზი ნათელია, რადგან ყოველდღე არა მხოლოდ საგანგაშო წერილებს ვიღებთ უცხოელი პარტნიორებისგან, არამედ თითოეული მოქალაქე ვგრძნობთ ამას. სულ უფრო მეტად შემოდის რუსული ოლიგარქია, რუსული რეჟიმი საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ “ლელოს” ახალგაზრდებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციით თავიანთი სათქმელი გამოხატეს.”

კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს 27 ივლისს გაუგზავნეს. წერილში ისინი ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მაიკ პომპეოს სწერენ, რომ ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ მომავალში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი — პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები