პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები, 2020 წლის ოქტომბერში კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ

31.07.20 11:15


“ამ ქვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ როგორც ცენტრალურ, ისე – ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაამკვიდრა.

„მე, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ, იმავეს იტყვის ამ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი, აბსოლუტურად არავისგან, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ. მე ვიცი ერთი, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები. ამ ქვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ როგორც ცენტრალურ, ისე – ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ 2020 წლის ოქტომბერში“, – განაცხადა მინისტრმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები