საზოგადოება

ევროკავშირის განახლებულ სიაში საქართველო მოგზაურობისთვის კვლავ უსაფრთხო ქვეყნად რჩება

31.07.20 13:00


ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ახალი სიიდან ამოღებულია ალჟირი.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩებიან ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი არის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა ევროკავშირში მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როდესაც საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას ჩინეთიც მიიღებს.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნები სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საშუალო რიცხვი ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი უნდა იყოს, ასევე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა აღინიშნებოდეს.

​ამასთან, უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყანაში ტესტირებების, კონტაქტების მოძიებისა და მკურნალობის პრაქტიკები.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები