პოლიტიკა

"ძალა ერთობაშია" პაატა ბურჭულაძესთან მუდმივ კონსულტაციებშია - გრიგოლ ვაშაძე

31.07.20 16:20


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ერთობა მუდმივ კონსულტაციებშია პაატა ბურჭულაძესთან.

რაც შეეხება გაერთიანების დღევანდელ შეხვედრას, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, შეხვედრა საარჩევნო სტრატეგიას შეეხებოდა.

„გაერთიანება არამხოლოდ არ შემცირდა, არამედ მალე გავფართოვდებით. აზრთა სხვადასხვა იმაზე კი არ იყო, ერთად ვიქნებით თუ არა, აზრთა სხვადასხვაობა პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე იყო - გადაწყვეტილების მიღებაზე რა ფორმით თანამშრომლობა აჯობებს მთავარი მიზნის მისაღწევად.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის ფაქტორს, კონსულტაციები პაატა ბურჭულაძესთან არაა საჭირო, ის 2018 წლის არჩევნების ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო და უზარმაზარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საზოგადოებას ენახა ქართული ოცნების არჩევნების გზით დამარცხება შესაძლებელია. მასთან ჩვენ მუდმივ კონსულტაციებში ვართ ყველა საკითხზე - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები