პოლიტიკა

გიგა ბოკერია - უახლოეს დღეებში ოლქების უმრავლესობაში მაჟორიტარების წარდგენა გვექნება

31.07.20 17:20


„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 12 სამაჟორიტარო ოლქში აპირებს „ევროპული საქართველო" კანდიდატების დაყენებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია ოლქების უმრავლესობაში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

"ვერანაირ რიცხვს წინასწარ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ უახლოეს დღეებში რომ მაჟორიტარების წარდგენა გვექნება ოლქების უმრავლესობაში, ამას გიდასტურებთ" , -განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, "ევროპული საქართველო" მზადაა, რომ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ და აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ მოხერხდეს ინდივიდიალურ შემთხვევებში, თუნდაც ასიმეტრიულად შეთანხმებები ამა თუ იმ ოლქთან დაკავშირებით. კონკრეტულ მაგალითს იქამდე, ვიდრე ეს შეთანხმება არ არსებობს, ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს შეთანხმებას არასდროს ეხმარება. როგორც კი ეს შეთანხმება მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა, გეტყვით" , - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, "ევროპული საქართველო" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ამ საკითხზე დიალოგისთვის ღიაა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები