პოლიტიკა

კახა კალაძე - ბოდიშს ვუხდი შეფერხებისთვის იმ მძღოლებს, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე სქემის ამოქმედების პირველ დღეს გადაადგილდებოდნენ

05.08.20 12:04


დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე და საავტომობილო მოძრაობის ახალ სქემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

კახა კალაძემ იმ ადამიანებს, ვისაც ახალი სამოძრაო სქემის ამოქმედების პირველ დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება მოუწია, ბოდიში მოუხადა.

 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თავადაც მართავს ავტომანქანას, ყოველდღიურად გადაადგილდება ქალაქში, შესაბამისად, ყველა ადამიანის კარგად ესმის.

 

„მინდა დავიწყო თემით, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მინდა დავიწყო შაბათით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით „საცობში“ დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და ყოველდღიურად ქალაქში გადავადგილდები. თქვენს ადგილას, მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მესმის თითოეული თქვენგანის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები