საზოგადოება

კობა გვენეტაძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არა 4%-ით, არამედ 5%-ით შემცირდება

05.08.20 14:15


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არა 4%-ით, არამედ 5%-ით შემცირდება.

 

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ამ დროისთვის როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ აქამდე არსებული ეკონომიკური ზრდის -4%-იანი პროგნოზი გადაიხედა და მისი გაუარესება გლობალური ეკონომიკური აქტივობის პანდემიის საწყის ეტაპთან შედარებით მეტად შემცირებას უკავშირდება.

 

„განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება. მოგეხსენებათ, წინა პროგნოზი -4% იყო. ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებას, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იყო“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

რესურსი: IPN

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები