ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XI თავი II

07.09.16 16:40


უფლისციხე

ქართლის ცხოვრება გვაუწყებს „ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდნენ სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ასე არის: პირველი უფლოს და შემდგომსა ოძრხოს და მესამესა ჯავახოს, განუყო მათ ქუეყანა და ნათესავი მათი ყოველი. ამ გაყოფის შედეგად უფლოსს დარჩა საყოფელსა მამისა მათისა მცხეთ-ოსისსა მცხეთა ეპყრა ქუეყანა არაგვთან და ტფილისისთაგან ვიდრე ტასისკარამდე და ფარავნამდე და ამან აღაშენა უფლისციხე, ურბნისი, კასპი, არაგვთაგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქვიან შიდა-ქართლი.

როგორც ვხედავთ, უფლისციხე, ქართველ უფლისწულს-უფლოს დაუარსებია და აღუშენებია. მის შესახებ XVIIIს-ის წერილობითი ცნობაც მოიპოვება. ვახუშტი გვაწვდის შემდეგ ცნობას - „აშურიანს ზეითარ“ უფლისციხე, კვერნაქის გამოკიდებული კლდის გორსა ზედა, მტკვრის კიდესა, რომელ აღაშენა პირველად უფლოს ძემან ქართლოსისამან და იყო ქალაქში ჩინგის-ხან, აწ შემუსვრილი არამედ შენობა უცხო კლდისაგან გამოკვეთილი, პლატო დიდ დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკვარამდე, დიდ. დასავლეთით აქვს ქარაფი მაღალი და მის შინა გამოკუეთილი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუვალ არს. აქა.. გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსანნი, მშვიდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშქრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს.“

არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ უფლისციხელებს კავშირი ჰქონია ურარტუს, ირანის, სომხეთის, მცირე აზიისა და ბერძნულ-რომაულ სამყაროსა და სხვა რეგიონების კულტურულ ცენტრებთან . უფლისციხეში აღმოჩენილია 4 კულტურული ფენა, რომელიც მოიცავს ძვ. წ. აღ. IV-დან ახ.წ. აღ. III ს. მდე. კიდევ უფრო ადრეულ ხანას მიეკუთვნება ჩანგის დამკვრელის თიხის ფიგურა. გამოვლენილია აგრეთვე ძვ. წ. აღ. IVს-ის სამარხი და ა.შ.

უფლისციხე თანდათან გაძლიერდა ძვ.წ. აღ. VI-Vს.ს-ში. შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქი იყო .

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად (IVს. 30-იან წლებში) გამოცხადების შემდეგ უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIIს-დან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისგან განთავისუფლების და გაერთიანების ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო.

უფლისციხეს IX-X საუკუნეებში ერთმანეთს ეცილდებოდნენ, ან გაბატონებას ცდილობდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომეხი მეფეები
უფლისციხეში ორი ეკლესია არის დაფიქსირებული და შეტანილი აღნიშნულ სიაში: „ უფლისციხე, „სურბ-ნშანი“ სოფელში, XII-XIს.ს“ და „სურბ-ასტვაწაწინ“, სოფელში -XIV- XVს.ს.“

პ.მურადიანი სომხური ერთი ჰიშატაკარანის მიხედვით ფიქრობს, რომ XIV-ის უნდა იყოს უფლისციხეში არსებული სომხური ეკლესია. ამჟამად ადგილობრივი სომხები „ ასტუაწაწინ“, რომ უწოდებენ.

სურბ-ნშანის ეკლესიას კი მისი წარწერის პალეოგრაფიული ანალიზის მიხედვით XIVსაუკუნეს აკუთვნებს.

უფლისციხეში სომხურ მოსახლეობას ადრეული ხანიდან ჩანს, მაგრამ ისინი უფრო ქართველი მონოფიზიტები არიან ვიდრე სომხეთიდან შემოსახლებული სომხები.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, მურადიანის მიერ განხილული ყველა სომხურ ეპიგრაფიკულ მასალაში არსად არ არის მითითებული, ვისი ნებართვით აშენდა ან ერთი, ან მეორე ეკლესია, რაც აღნიშნულ სიაში შეტანის საფუძველს არ იძლევა.


ქვახვრელი
ლ. მელიქსეთ-ბეგი თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს, ქვახვრელი მოხსენიებული არ არის არც „ ქართლის ცხოვრებაში“ და არც სხვა ქართულ-ისტორიულ ქრონიკებში. ვახუშტიც არ იხსენებს „საქართველოს გეოგრაფიაში.

პ.მურადიანმა გამოარკვია, რომ ეს ასე არ არის. ქვახვრელი „ქართლის ცხოვრებაში „ ორჯერ მოიხსენიება: „ მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქუახურელთა: „მოგება წინა ქართლის ერისთავი ივანე მარუშის ძე აღიღო მისგან უფლის-ციხე და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს.“ „მეორედ ქვახვრელი ნახსენებია“- ბაგრატ მეფე წარვიდა ქვახურელთ მსწრაფლ და მოგვრნეს პყრობელნი კლდეზე-კართა ქუშე.

სთხოვა სამშვილდე და არა მისცეს, რამეთუ ერთი ძმა მათი ადარნასე შესრულ იყო სამშვილდეს ხოლო მიიყვანეს სამშვილდეს და ამართეს ძელი და გასუეს სომეხთა მეფე კვირიკე სამ დღე ითხოვეს მშვიდობა და მისცეს სამშვილდე.“

ტოპონიმი ქვახვრელი ეტიმოლოგია განმარტება პირველად მოცემული აქვს ლ.მელიქეთ-ბეგს , შემდეგ მის შესახებ კომენტარი გააკეთა პ.მურადიანმა, მაგრამ ლ.მელიქსეთ-ბეგი არ მოიხსენია.

ქვახვრელი ახლოს არის უფლისციხესთან. აღნიშნულ სიაში დაფიქსირებულია აქ არსებული ორი ეკლესია. „ქვახვრელი „სურბ-ასტვაწაწინ“ სოფელში, XV-XVIს.ს. სამონასტრო კომპლექსი, კლდეში ნაკვეთი XII-XVIIს.ს.“

ამ ორი საკულტო ძეგლის აშენების ნებართვა, რომელიმე ქართველი მეფის მიერ გაცემული სიგელი თუ არსებობს უნდა წარმოადგინონ. მერე შეიძლება დაისვას მათი გადაცემა - არ გადაცემის საკითხი.

სხვათა შორის სომხურ წარწერაში არ არის მოხსენიებული ქტიტორი. ამ ნაკლის რამენაირად შევსებას შეეცადა მურადიანი და ერთ-ერთ ხაჩქარზე ნახსენები ვინმე ავანესა და მკრტიჩი ქტიტორებად ან ამშენებლად წარმოაჩინა . საინტერესოა ამ ეკლესიის მშენებლობის შესახებ არსებული თქმულება, რომელიც ი. ნაზარიანს ჩაუწერია, მაგრამ მშენებლის სახელი ვერ დაუდგენია. იგი დასაფლავებულია ეკლესიის შესასვლელის წინ, სამრეკლოსთან. ამბობენ მშენებელი იყო ქართველი ღვთისმოსავი მეფე თამარი, ხოლო არქიტექტორ-ოსტატი ვიღაც სომეხი.

ი.ნაზარიანმა თქმულება ჩაიწერა ალბათ ადგილობრივი სომეხი მცხოვრებლისგან. მათ კი მეზობელი ქართველების წყალობით იცოდნენ ეს გადმოცემა.

ლ.მელიქსეთ-ბეგი გამოთქვამდა ვარაუდს-„ქვახვრელის“ სურბ-ნშანის ეკლესიის ადგილზე ადრე შეიძლება იყო ქართული ეკლესია, რომელსაც სომხები დაეპატრონენ ან აქ თავიდან იყო სომხური ეკლესია. აი, ამ კითხვაზე ახლა ძნელია პასუხის გაცემა წერს იგი.“

ლ.მელიქსეთ-ბეგის ამ ვარაუდის გაქარწყლებას შეეცადა პ.მურადიანი- „აქ სომხური წარწერები გვხვდება XVIIს-ის მეორე ნახევრიდან (1616). აქ ჩატარებული სამუშაოები იმდენად დიდი იყო, რომ რაც უნდა ერთგული ქტიტორი ყოფილიყო ერთ ათეულ წელში ვერაფრით მოხდებოდა კლდის მთელი კომპლექსის გამოჭრა. დავუშვათ მუშაობა დაიწყო XVს-ის 90-იან წლებში და დასრულდა 1616 წელს, მაგრამ გალერეას დეკორაციულ გაფორმებას დრო ხომ დაჭირდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვუარყო იმის შესაძლებლობა, რომ აქ უკვე იყო ეს კომპლექსი, სადაც უფრო ძველი წარმართული საკულტო ნაგებობა იყო, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აქ ადრე იყო ეკლესია და შემოსახლებულმა სომხებმა შეამკეს წარწერებით. გალერეა დამშვენებულია ხაჩქარებით, კომპლექსი დამუშავების პროცესში, წარწერებში მოხსენიებულია პირი, რომელსაც გარკვეული წვლილი შეუტანია მშენებლობაში. როგორც ვხედავთ, მურადიანი ამ კლდეში ნაკვეთ კომპლექსში ადრე წარმართულ საკულტო ნაგებობების არსებობას კი უშვებს, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის არსებობას გამორიცხავს. იგი ასე თავგამოდებით იმიტომაც ცდილობს უარყოს ადრე ეკლესიის არსებობას, ის ხომ ქართული იქნებოდა, ეს კი ძალიან არ აწყობს.

პ.მურადიანის მიერ განხილული ქვახვრელის სომხურ წარწერებში არსად ქტიტორი არ არის ნახსენები, რომელიმე ქართველი მეფის მიერ გაცემულ ნებართვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რაც შეეხება პირს თითქოს მშენებლობაში მონაწილეობს, ეს კიდევ დასადგენია, როდის მიიღო მონაწილეობა მშენებლობაში, როცა პირველად დაიწყეს კლდის გამოჭრა თუ მერე როცა ქართულიდან სომეხთა ხელში გადავიდა და დაიწყეს ახლად აშენება და სომხურად „დამშვენება“.

პ.მურადიანი 1716წლის წარწერის მიხედვით დაასკვნეს „სურბ-ნშანი“ (კვირაცხოველი) ქართულ მოსახლეთა შორისაც პოპულარული იყო.

ქართველთა შორის „სურბ-ნშანი“-ის (კვირაცხოველის) პოპულარობა და იქ მათი სალოცავად სიარული აიხსნება ქართველ მოსახლეთა ისტორიულ მეხსიერებაში შემონახული ადრე ამ ეკლესიის ქართულობით, რომელიც „კვირაცხოვლის“ სახელზე იყო, მაგრამ, ხელში ჩაიგდეს სომხებმა და უწოდეს „სურბ-ნშან“.

ლ.მელიქსეთ-ბეგი კიდევ შეეხო ერთ საკითხს. იგი წერს „როდის და რა პირობებში მოვიდნენ სომხები უფლისციხესა და ქვახვრელში? ერთი კია, აჟამად აქ მოსახლეობა სომხურია და მათში ერთი ქართველიც არ ურევია. ესენი ხომ არ არიან სომეხთა მეფის ტიეზერკალის მეომართა გარკვეული ნაწილის შთამომავლები. ამ მეფეს IXს-ში უფლისციხე ეჭირა, ვიდრე ეს საკითხი გადაწყდება, ერთი ნათელია. სოფელ უფლისციხესა და ქვახვრელში მცხოვრები სომხები „ქართველი გრიგორიანები“ კი არ არიან, როგორც მათ უწოდებენ „გრიგორიანების“ თეორიის მომხრენი არამედ არიან „природный армиян“ რომლებიც სომხეთიდან წამოსული სომხების შთამომავალთა ნაწილს განეკუთვნებიან. ისინი დასახლდნენ ქართულ სოფლებში ქვახვრელსა და უფლისციხეში და გაქართველდნენ.“

ვფიქრობთ, უფლისციხესა და ქვახვრელში მცხოვრები ქართველი მონოფიზიტები(გრიგორიანები) არიან ვიდრე გაქართველებული სომხები, ვერც ლ. მელიქსეთ-ბეგმა და ვერც პ.მურადიანმა მათი სომხეთიდან გადმოსახლება ვერ დაამტკიცა.

ამდენად აღნიშნული ეკლესიის შეტანა ეპ.მირზახანიანის სიაში და გადაცემა საკითხის გარკვევამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები