საზოგადოება

რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

05.08.20 18:00


მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, ის ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი გავლენა, ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის როლი ოპოზიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანია.

 

„ძალიან სასაცილოა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი უკრაინის მოქალაქეობის რაღაც სამართლებრივი კირკიტით. ის არის საქართველოს მოქალაქეც, ის არის საქართველოს პოლიტიკური პარტიის ცხოვრების მთავარი მოტორი და ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არ არსებული სასამართლოს პირობებში არაფერს ნიშნავს. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მოიაზრებოდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს არ არის დამალული და თუ აქ ის გადაწყვეტს, რომ იყოს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც სიმბოლურად ჩაუდგებოდა იგივე „ნციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს, რატომაც არა, მაგრამ ეს არის მისი გადასაწყვეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ამასთანავე, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრების ფორმატში გაერთიანებული ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს „უმრავლესობას შეუქმნის.

 

„ივანიშვილს ჰყავს ორი ოფიციალური სატელიტი, ერთ გაცხადებული სატელიტი - ზვიად ძიძიგური და მეორე ფარული სატელიტი „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, რომელთაც არ უნდათ დაღდასმულ „ოცნებასთან“ ასოცირება და ჩუმად მოისატელიტებენ. დანარჩენი ყველა ამბობს, რომ არ შეუქმნის უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს იმ დიდ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ თუ სხვა, ერთად არიან ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

რესურსი: IPN

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები