პოლიტიკა

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

08.08.20 11:12


რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და სხვა შენობებზე. ასევე, დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 

ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშის დაშვებას გიორგი ანწუხელიძის ოჯახი დაესწრო.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები