პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა

07.09.16 17:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ოთარ დანელიას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის სხდომას ბოლოჯერ ესწრება.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ დარგში რეფორმები ოთარ დანელიასთან ერთად, პარლამენტიდან გაგრძელდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიც ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს.

„ამ მიმართულებით ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ოთართან ერთად პარლამენტიდან. ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო, ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით, ოთარის კომპეტენცია და გამოცდილება და გაკეთებული წარმატებული საქმეები, ჩვენი რეფორმების შემდგომი წარმატებების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები