საზოგადოება

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 10 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

10.08.20 11:07


სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

 

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

 

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, შალვა მშველიძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, IVა  მიკრორაიონების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის,  ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, გრაფ შულენბურგის და მწვანე  ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

 

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, რაულ ეშბას, ცაიშის, რეხის, გაბისკირიას, ალექსანდრე ყანჩელის და მახათას ქუჩების მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაყაიშვილი ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.

 

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის და ემირ ბურჯანაძის ქუჩის მოსახლეობას.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები