საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე - არ ველოდებით, რომ მესტიაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რიცხვი იქნება

10.08.20 17:02


არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესტიაში ძალიან მაღალი რიცხვი იქნება პაციენტების. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს საკარანტინე ღონისძიებების გამკაცრება არსებულ მუნიციპალიტეტში. დღეის მდგომარეობით, ხუთი აქტიური ჯგუფი მუშაობს, რომ გამოვლენილ იყოს ყველა საეჭვო შემთხვევა. ასევე, ადგილზე ხდება საავადმყოფოს მობილიზება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ და მიმართონ იქ არსებულ ცხელების ცენტრს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, მოხდეს ძალიან ოპერატიული ჩართულობა ყველა საჭირო უწყების, იმისათვის რომ მოხდეს ყველა სიპტომური და არასიმპტომური შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლინება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მინისტრის ინფორმაციით, მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება იქნება შესაძლებელი.

 

„საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა დამატებით რესურსად იქნება გამოყოფილი, როგორც აჭარაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე ქუთაისის საავადმყოფოების და თბილისის საავადმყოფოების გამოყენება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები იყო დაწყებული საკმაოდ დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მაღალი რიცხვი იქნება პაციენტების. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რომ ეპიდემიოლოგების და სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის მხრიდან მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იმოქმედებს.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები