საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

11.08.20 17:30


ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში ანტიგენის და ანტისხეულების 200 000 ტესტი შეიძინა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტისხეულების 100 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც ამავე ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-საც ამარაგებს. პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო, ხოლო ანტიგენ 100 000 ტესტის მომწოდებელი კორეული კომპანიაა, რომლისგანაც სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს ტესტები.

 

მათივე ინფორმაციით, ტესტები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. სწრაფი ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები