პოლიტიკა

გიგი წერეთელი: გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ფართოდ ჩართვა

13.08.20 14:00


„ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდებს, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, როგორიც არის შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, უთანასწორობა და ადამიანის უფლებები, მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვებ-ფორუმზე.

საერთაშორისო ონლაინ ფორუმზე, რომელსაც სამარყანდი (უზბეკეთი) მასპინძლობდა, გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასამბლეა ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს 2018 წელს ბერლინის დეკლარაციაში შესაბამისი რეზოლუცია და მთავრობების მისამართით მომზადებული რეკომენდაციები, სადაც ახალგაზრდების ჩართულობის და მათი მხარდაჭერის საკითხებია.

საერთაშორისო ვებ-ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზბეკეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა მიმართეს.

გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიით გამოწეული პრობლემები ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო, მაგრამ ამ კუთხით, ახალგაზრდებისთვის ძალიან გართულდა მათი სამომავლო გეგმების რეალიზება, რაც მათ განათლებას, დასაქმებას და ყოფით პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ მთავრობებს შესაბამისი ხედვა და კონკრეტული გეგმები ჰქონდეთ, რაც ახალგაზრდობას მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები