საზოგადოება

სტამბოლის, მინსკისა და კიევის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

13.08.20 15:20


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლის, მინსკისა და კიევის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაინიშნა. უწყების ცნობითვე, ჩარტერები, რომლებიც აგვისტოში დაინიშნა თბილისის საერთაშორისო აეროპოერტიდან შესრულდება შემდეგი განრგით:

16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );

21 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );

23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );

23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );

27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );

30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );

31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით ხორციელდება რეგულარული ფრენები.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები