პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

13.08.20 17:00


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, 15:15 საათზე, მმართველი პარტია საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს. წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან

16:45 საათზე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს დედოფლისწყაროს მოსახლეობას წარუდგენენ.

20.00 საათზე, მმართველი გუნდი დავით სონღულაშვილს გურჯაანში წარადგენს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები