საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი განახლებას 14 სექტემბერს გეგმავენ

13.08.20 17:20


თბილისის ბაგა-ბაღებში სწავლის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა.

„მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ ვგეგმავთ, რომ 14 სექტემბერს განვაახლოთ სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი და ვფიქრობთ, რომ შევხვდებით ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოების ყველანაირი ნორმების დაცვით,“ – ამბობს ის.

გვანცელაძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან ერთად მიმდინარეობს იმ პროტოკოლისა და რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობა, რომლითაც სწავლის პროცესი უნდა წარიმართოს.

„ჯერჯერობით შეთანხმება არ გვაქვს, არის სამუშაო ვერსია. ოფიციალურ დოკუმენტს კი აუცილებლად გავასაჯაროვებთ,“ – ამბობს გვანცელაძე და ამატებს, რომ ოფიციალური პროტოკოლი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ეპიდემიის ფონზე ბაგა-ბაღებში სპეციალური რეგულაციების დაწესების შესახებ მანამდე შრომის ინსპექციაშიც საუბრობდნენ. 4 აგვისტოს რომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სამინისტრო ბაღებში მოსწავლეთა ნაკადის შემცირებას არ გამორიცხავს.

მანამდე კი IPN-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეპიდემიის გამო, შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფებში ითხოვს 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას.

ჟურნალისტებმა ფერაძეს ამ საკითხზეც ჰკითხეს, თუმცა ამის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები