პოლიტიკა

დღეს “ქართული ოცნება” საგარეჯოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

14.08.20 10:30


პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 14 აგვისტოს, 15:15 საათზე მმართველი პარტია საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს წარუდგენს.

“წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების” სხვა ლიდერები დაესწრებიან.

16:45 საათზე კი ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს დედოფლისწყაროს მოსახლეობას წარუდგენენ.

20:00 საათზე მმართველი გუნდი დავით სონღულაშვილს გურჯაანში წარადგენს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები