საზოგადოება

სოზარ სუბარი: სვანეთში საკარანტინე ზომების გამკაცრება არ იგეგმება

14.08.20 11:15


რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში საკარანტინე ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

მისი თქმით, მთავრობამ დიდი გამოცდილება შეიძინა მარნეულში, გარდაბანში ლენტეხში, ღვანკითსა თუ ქობულეთში განვითარებული მოვლენებისას.

„ლენჯერი სრულადაა გადაკეტილი, მსგავსი არ მგონი სხვაგან საჭირო გახდეს. მისი გახსნა კი დამოკიდებულია მოსახლეობის ქცევაზე და ეპიდემიის გავრცელების ხარისხზე, რაც 3 დღეში გვეცოდინება სრულად“. - განაცხადა სუბარმა.

10 აგვისტოს მესტიაში covid-19-ით 17 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.

ცნობისთვის, 14 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 306 დადასტურებული შემთხვევაა. მხოლოდ დღეს, ვირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ვირუსი კიდევ 17-მა ადამიანმა დაამარცხა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები