საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია

14.08.20 11:45


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, არსებული ვითარების გათვალისწინებით სწავლის გადადების აუცილებლობა არ არის.

მისი თქმით, ჯანდაცვის სპეციალისტები ჯერჯერობით სიტუაციის მართვას ახერხებენ და აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდეს.

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები