საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა

14.08.20 13:40


საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარს შეადგენდა. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 2,851 მლრდ ლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ ვალი - 2,080 მლრდ ლარია, მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ვალი (IBRD) - 2,494 მლრდ ლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვალი კი 1,884 მლრდ ლარს აჭარბებს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები